NATO

მედია: ბაიდენმა უოლასი NATO-ს გენერალურ მდივნობაზე უკრაინელი პილოტების მომზადების გამო დაბლოკა

The Telegraph-წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე იმის გამო დაბლოკა, რომ ბრიტანეთმა უკრაინელი მფრინავები F-16-ებზე ვაშინგტონისგან მწვანე შუქის ანთების გარეშე მოამზადა.

გამოცემა ასევე წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი აქტიურად ლობირებდა უოლასს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ბაიდენმა მოგვიანებით პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დიდ ბრიტანეთს ჰყავდა "ძალიან კვალიფიციური პიროვნება" სამუშაოსთვის, მაგრამ მას მხარი არ დაუჭირა.

უოლასი კიევისთვის  თანამედროვე საბრძოლო ტანკებისა და რაკეტების მიწოდების კამპანიებს ომის დაწყებიდან უდგას სათავეში.

გამოცემას ალინასის წყარომ უთხრა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე უკრაინელი მფრინავების გაწვრთნამ "დაასრულა ყველა დარჩენილი იმედი", რომელიც უოლასს ბაიდენის გულის მოსაგებად შესაძლოა ჰქონოდა.

თეთრი სახლის ყოყმანმა, რომ უკრაინას  F-16-ები გადასცეს, ევროპის ქვეყნებსაც შეუქმნა პრობლემა, ვინაიდან F-16-ების ექსპორტის ლიცენზიას აშშ აკონტროლებს. 

ბრიტანეთს კიევისთვის F-16-ების მიწოდება არ შეუძლია, რადგან არ ფლობს, თუმცა უოლესმა აქამდეც თქვა, რომ მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამის მსურველი ექნებათ.

21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, რამდენიმე დღით ადრე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.


The Telegraph- საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, იენს სტოლტენბერგის ვადის ამოწურვის შემდეგ, NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. 

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს პრეზიდენტი გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ურსულ ფონ დერ ლაიენის დარწმუნებას ცდილობდა, რადგან "შიშობდა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ამ თანამდებობის შესაფერისი კანდიდატი არ გამოჩნდება". 

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.

კომენტარები