რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ ველი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე სიტუაციას ერთ დღეში შეცვლიან - შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
Markus Schreiber/AP

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, იგი არ ელის, რომ უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე მოცემულობის ერთ დღეში შეცვლას შეძლებენ, თუმცა, ისინი ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ. ამის შესახებ შოლცმა რუმინეთის პრემიერმინისტრ მარსელ ჩიოლაკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

ასევე, ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ რუმინეთი კონფლიქტის დასრულებას უკრაინის კონტრშეტევით ელოდა, თუმცა, მოუწია გაეთვალისწინებინა უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის სცენარი. 

გარდა ამისა, შოლცმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზეც საიუბრა და დასძინა, რომ კიევი სამხედრო ალიანსში შესვლას ვერ შეძლებს იქამდე, სანამ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია. ასევე, შოლცმა დასძინა, რომ NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმები მოიცავს "ღია საზღვრის კონფლიქტების არარსებობას".

თუმცა, შოლცმა განმარტა, რომ მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია NATO-ს პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც, ომის დღიდან დაიწყო და გაგრძელდება.

"გერმანიამ შექმნა შესაბამისი პირობები უკრაინის მხარდაჭერად, იმ შემთხვევაშიც, თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება. არამხოლოდ გერმანიას, ბევრ ქვეყანას შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ერთი, ორი, სამი თუ მეტი წლით, ვინაიდან ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენს ხანს გაგრძელდება ომი". - ამბობს შოლცი. 

მომავალ კვირაში, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმარტება, სადაც ლიდერები უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას განიხილავენ. 

კომენტარები