საქართველო-უკრაინა

ბოკერია უკრაინაზე: უდავოა, რომ ეს უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას

როგორც არ უნდა უყურებდეს ამ საკითხს საქართველოს რომელიმე მოქალაქე, უდავო ფაქტია რომ ეს საქართველოსთვის არის ცუდი და უწყობს ხელს ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციას, რისი უკვე განუყოფელი ნაწილია უკრაინა. ამ რეჟიმისგან ეს არანაირად არ უნდა გვიკვირდეს და მათზე ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს. ამ ხალხს, ივანიშვილს არჩეული აქვს ანტიდასავლური კამპანია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გზად. ეს პუტინისტური სულისკვეთებაა მისი მთავარი ხაზი და სააკაშვილის ამბავი ძალის დემონსტრირების შესაძლებლობაა, რასაც ხელს უწყობს მისივე და მისი გუნდის არათანმიმდევრული საქციელი, რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ფოკუსი უნდა გვქონდეს ერთადერთ რამეზე, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლაზე. ეს არის გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. გუშინ, 4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

კომენტარები