საქართველო-უკრაინა

კობახიძე: ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობა შევინარჩუნოთ უკრაინის ხელისუფლებასთან

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა სააკაშვილს. არ მინდა ღრმად შევიდე ამ საკითხში, რადგან საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელი იყო ისიც, როგორც თავად აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა შეურაცხყოფის ნიშნებს შეიცავს. არ მინდა, ამაში ღრმად შევიდე. ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივად მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა ომის მდგომარეობაშია. 

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

კომენტარები