ხარაგაული

მაშველებმა ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

1tv.ge

მაშველებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 1 ივლისს მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია.

კომენტარები