რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა, 17-დან 13 უვნებელყვეს

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე ირანული დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 13 უვნებელყვეს.

თავდასხმისთვის ოკუპანტებმა გამოიყენეს Shahed-136-ისა და Shahed-131-ის ტიპის დრონები.

საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ნაწილების სისტემების მეშვეობით, ჩამოაგდეს 13 დრონი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დანარჩენმა ოთხმა დრონმა მიზანს ვერ მიაღწია.

ამას გარდა, საჰაერო ძალების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მათ განახორციელეს ათეულობით აფრენა, აქედან 15-ის ფარგლებში იერიშები მიიტანეს მოწინააღმდეგის ობიექტებზე, ტექნიკასა და სამხედროებზე,

კომენტარები