ვლადიმირ პუტინი

ДОЖДЬ: პრიგოჟინის ამბოხის დღეს პუტინი პეტერბურგში, ფესტივალზე, მეგობრის იახტაზე იმყოფებოდა

ვლადიმირ პუტინი თევზაობისა და ნადირობის შემდეგ ისვენებს, 2017 წლის აგვისტო.
კრემლი

რუსული ოპოზიციური მედიის, ДОЖДЬ-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 24 ივნისს სამხედრო არეულობის დროს სანკტ-პეტერბურგში, Scarlet Sails-ის ფესტივალზე იმყოფებოდა.

როგორც ДОЖДЬ-ი წერს, ფესტივალზე პუტინს ახალი იახტა აჩუქეს. მათივე ინფორმაციით, პუტინისთვის საჩუქარი პირადად ოლიგარქმა ბიზნესმენმა იური კოვალჩუკმა მოამზადა, რასაც ДОЖДЬ-ის მიხედვით "ვერც უკრაინასთან ომმა, ვერც პრიგოჟინის აჯანყებამ, ვერც როსტოვისა და ვორონეჟის დაბომბვამ შეუშალა ხელი".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი 24 ივნისს Scarlet Sails-ზე იმყოფებოდა, The New York Times-ის სტატიაში ადასტურებს ჟურნალისტი მიხაილ ზიგარიც.

მისი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ფესტივალს პუტინის უახლოესი მეგობრის, იური კოვალჩუკის იახტიდან ესწრებოდა. 

"პუტინის ახლო წრესთან დაახლოებული ჩემი წყაროების აზრით - თანამდებობის პირების, ადმინისტრატორების, ჟურნალისტების, ბიზნესმენების და სხვათა - ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტი რეალობას მოწყვეტილია. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და რომ პრიგოჟინის ამბოხებას არანაირად არ შეუცვლია პოლიტიკური ვითარება. მაგრამ ის ცდება. არა მხოლოდ პუტინის გარშემო არსებული ატმოსფეროა ფუნდამენტურად შეცვლილი, არამედ იზრდება ცვლილებების სურვილიც - თუნდაც პრეზიდენტთან დაახლოებულ ადამიანებში. ბევრი ადამიანისთვის, ვისთანაც ვისაუბრე, პუტინის მმართველობის სისტემა უბრალოდ დიდხანს ვერ გაგრძელდება". - წერს მიხალ ზიგარი.

აღსანიშნავია, რომ კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აქამდე, 24 ივნისს ირწმუნებიდა, რომ ვლადიმირ პუტინი ფესტივალზე დასწრებას არ გეგმავდა.

კომენტარები