ჩვენ ყოველწლიურად ათასობით ქართველს ვიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს. მახარებს, რომ ამდენ ქართველს სურს აშშ-ში ჩამოსვლა და ეს რაოდენობა შესამჩნევად გაზრდილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვისაც ჩამოსვლა კანონიერად სურთ, ვინც ავსებენ აპლიკაციას. ვიცი, ეს რთული და გრძელი პროცესია, არ არის ისეთი მარტივი, როგორსაც ვისურვებდი, მაგრამ ვიღებთ ხალხს, ვისაც ჩასვლა კანონიერად სურთ.
ჩვენ ასევე ვხედავთ იმ ქართველების რაოდენობის ზრდას, ვისაც აშშ-ში ჩასვლა არალეგალურად სურთ. ეს პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ვცდილობთ საქართველოს მთვარობასთან ერთად. გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც მექსიკის საზღვრის გავლით ცდილობს აშშ-ში შესვლას, რაც ძალიან, ძალიან სახიფათოა და მე არავის ვურჩევდი ამის გაკეთებას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სახიფათო და ძვირია, არამედ იმიტომაც, რომ როცა აშშ-ში არალეგალურად შეხვალ და დაგიჭერენ, შენ ვერასდროს შეძლებ ამერიკაში კიდევ ერთხელ შესვლას.