ლევან რამიშვილი

ღარიბაშვილი: ფრანკლინის კლუბი რეალურად ლევან რამიშვილის კლუბი იყო, კმარას კლუბი

ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, ფრანკლინის კლუბი დაარქვეს, ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, ლევან რამიშვილის კლუბი, კმარას კლუბი და დაარქვეს ფრანკლინის კლუბი, ვითომ ასოციაცია გაუჩნდეს ახალგაზრდას ამერიკასთან და ბენჯამინ ფრანკლინთან, ესეც ხო მორიგი ფანდი და სიცრუე იყო, რომელიც ჩამოგემსხვრათ და ხუხულასავით დაიშალა, იმიტომ რომ მანდ არავითარი ხელმოსაკიდი სიმართლე არ იყო. სად არის აბა დღეს ფრანკლინის კლუბი? სად არის თქვენი ანარქისტული ორგანიზაციები? რატომ არ აქტიურობთ? და რატომ არ იცავთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები, ხო ვიცი ზუსტად რომ გამოიყენეთ ეს ახალაგაზრდაც, სხვებიც, გამოიყენეს, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები, ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს. რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ და არაფერი ვიცით, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე უკანონო საქმიანობას ეხება.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე ლაპარაკისას.

კომენტარები