იმას ვნატრობ, რომ ის დღე დადგეს, როდესაც რუსეთს კავკასიაში, კერძოდ კი სამხრეთში აღარ ექნება გავლენა და საქართველოდან საოკუპაციო ჯარები გავლენ. ამას გულისხმობს სააკაშვილიც. ის ადამიანები, ვინც ჩამოთვალეთ: იმამ შამილი, ბაისანგური და ჯოხარ დუდაევი, ეგენი არიან ადამიანები, ვინც კავკასიის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და გასაგებია პათოსი. [...] კარგი პოლიტიკოსობა ნიშნავს, დაინახო ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხედავენ. ეტყობა, სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ხედავს, სამწუხაროდ, ამ წუთში, ჩვენ ამას ვერ ვხდედავთ.
მიხეილ სააკაშვილი
მანჯგალაძე სააკაშვილზე: კარგი პოლიტიკოსი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერა
tbl.ge/6f80
დაკოპირდა

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც წერს, რომ რუსეთში განვითარებული შიდა არეულობის გამო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა. ამავდროულად, სააკაშვილი კავკასიის რესპუბლიკების გაერთიანებისა და კიევში, თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნოს შექმნის ინიციატივით გამოდის.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




