ქართული ოცნება

კობახიძე ოპოზიციაზე: მადლობა ღმერთს, ეს Go Go ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლებაში

გუშინ ის [მიხეილ სააკაშვილი] ისევე, როგორც მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა, გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს. უძღვნიდნენ მას ეპიტაფიებს, ლექსებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოველინათ ეს ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი. ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც Go Go Zhenia!-ს პოსტავდა დილიდან მოყოლებული, პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო. ამით ამაყობდა პრიგოჟინი, რომ მან მოაწყო უკრაინელების სასაკლაო, ხორცსაკეპი და ასეთ კაცს გულშემატკივრობდა მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამით ჩანს მათი რეალური სახე.

[...] თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის უნარის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა გუშინ წინ თუ როცა იყო საქართველოს. ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში, მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები, ეს Go Go ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლების სათავეში, მადლობა ღმერთს, ქვეყანა არის გადარჩენილი, იმის გამო რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ესენი არიან კოლექტიური გოუ გოუ ჟენიები, პრიგოჟინისტები. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები