ქართული ოცნება

პაპუაშვილი: დაგვასანქცირეთ, დაგვჩაგრეთ – ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ქვეყნის მიმართ

პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში, მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ. ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ, ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება.

[...] ​არცერთი ფაქტი არ არსებობს გვერდის ავლისა და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროსაც. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის დანიშნულება და მიზანი არის, რომ თავად იმ ადამიანებს, რომლებიც კოორდინირებას უწევენ სანქციების საკითხს, იქნება ეს ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა თუ ამერიკაში, ჰქონდეთ უშუალო კავშირი, ონტაქტი, შესაბამის უწყებებთან საქართველოში. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

კომენტარები