ოკუპირებული აფხაზეთი

რუსული საკრუიზო ლაინერი Князь Владимир-ი სოჭიდან სოხუმის პორტში შევიდა

რუსული საკრუიზო ლაინერი Князь Владимир-ი სოჭიდან სოხუმის პორტში შევიდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ეს რუსული გემის რიგით მეორე სატესტო რეისია.

ყოველკვირეული რეისები 29 ივნისიდან 11 სექტემბრამდე პერიოდში შესრულდება, დაგეგმილია 11 სატესტო რეისი. კრუიზები 5-დღიანი იქნება და გემი ოკუპირებული სოხუმის საზღვაო პორტში 3 დღით დარჩება.

ე.წ. აფხაზეთის საზღვაო ნაოსნობის დე ფაქტო დირექტორის, დაურ არძინბას თქმით, ლაინერზე 150 ადამიანი იმყოფება.

"54 ადამიანი სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები არიან, რომლებიც საექსკურსიო მარშრუტებს შეისწავლიან. 96 ადამიანი კი ეკიპაჟის წევრები არიან". - თქვა არძინბამ.

აღსანიშნავია, რომ წარსულში ლაინერი Князь Владимир-ი რეისებს სოჭიდან ყირიმის მიმართულებით ასრულებდა, მაგრამ მაისში სააქციო საზოგადოება სოჭის საზღვაო პორტმა განაცხადა, რომ "ყირიმში ამ წელს არაფერი არ ივლის".

კომენტარები