ნიკა გვარამიას შეწყალება

ოხანაშვილი გვარამიას შეწყალებაზე: ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეპუტაციაზე აისახება

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მის რეპუტაციასა და მასთან მიმართებაში საზოგადოების დამოკიდებულებაზე აისახება. რაც შეეხება იურიდიულად. როდესაც სასჯელის აღსრულების შეფერხება, სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის უგულებელყოფა ხდება, რა თქმა უნდა, ამით ხდება კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაგების ძირის გამოთხრა. რა თქმა უნდა, ეს ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და განცდას, რომ თუ პირი დააშავებს და დანაშაულს ჩაიდენს, მან ამ ქმედებისთვის პასუხი უნდა აგოს. როდესაც ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვიღებთ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური შეფასების ნაწილი ექნება, ობიექტური პროფესიული საზოგადოება კი ამას შეაფასებს, როგორც კანონის აღსრულებისა და უზენაესობისთვის ძირის გამოთხრას.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა. 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები