უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ვპირდებით, NATO-ში დაჩქარებულ მიღებას ვერ შევძლებთ – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
Markus Schreiber/AP

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს, თუმცა, NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ვერ ჰპირდება. ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესთაგში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. მისი თქმით, ამას თავად უკრაინის ხელისუფლებაც იაზრებს.

"შეხედეთ არსებულ ვითარებას, ბოლოს და ბოლოს, თავად უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ვიდრე რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ვილნიუსში კონცენტრირებას იმაზე, რაც ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია – კერძოდ, უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ G7-ისა და ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის უსაფრთხოების ეფექტურ და გრძელვადიან გარანტიებზე". - თქვა შოლცმა.

NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ვილნიუსში 11-12 ივლისს იგეგმება.

კომენტარები