მილიარდერები

მარკ ზაკერბერგი და ილონ მასკი ორთაბრძოლის გამართვაზე შეთანხმდნენ

Twitter-ის მომხმარებლის მიერ ორთაბრძოლის შესახებ AI-ს დახმარებით შექმნილი შარჟი
Twitter: Misha Fitton/@MishaFitton

52 წლის ილონ მასკი და 39 წლის მარკ ზაკერბერგი ვეგასის ოქტაგონზე ორთაბრძოლის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ივნისის დასაწყისში ზაკერბერგის Meta-მ Twitter-ის კონკურენტი პლატფორმის შექმნის გეგმაზე ისაუბრა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ Twiter-ზე დადებული ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში ილონ მასკმა მარკ ზაკერბერგი ორთაბრძოლაში გამოიწვია.

Meta-ს ხელმძღვანელმა მასკის კომენტარის სქრინი გააზიარა წარწერით "ლოკაცია ჩამიგდე". Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ორთაბრძოლისთვის ვეგასში მდებარე, UFC-ისთვის განკუთვნილი ოქტაგონი აირჩია.

"არასდროს ვვარჯიშობ, ჩემი შვილების აყვანას და ჰაერში აგდებას თუ არ ჩავთვლით". - დაწერა მასკმა. საპირისპიროდ, ზაკერბერგი ბოლო დროს ჯიუ ჯიცუს ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იწონებს თავს.

გასული წლის მარტში მასკმა ორთაბრძოლაში პუტინიც გამოიწვია.

კომენტარები