თორნიკე რიჟვაძე

რიჟვაძე: მხდალმა და სიმულიანტმა სააკაშვილმა ტერიტორიები დაგვაკარგინა, ჯარი მიატოვა

იმედი/კადრი ვიდეოდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. რიჟვაძის თქმით, მან ლაჩრად საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი "ამფსონები" შეაფასა და არა ქართველი ჯარისკაცები.

"ვიხილეთ კამპანია, რომ თითქოს, მე ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. მსურს, ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო და ქედი მოვიხარო თითოეული ჩვენი სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც ჩვენს სამშობლოს გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, თავგანწირვითა და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ქართული ჯარი და ხალხი მიატოვა და ბოლოს უკვე, ნებაყოფლობით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ლაჩრობასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება სწორედ მიხეილ სააკაშვილსა და მის ამფსონებს ეკუთვნით და ეკუთვნოდათ". - თქვა რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე  მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა.

მისი თქმით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".

კომენტარები