პროკურატურა

"რძლის მკვლელობა სცადა და დაზიანებები მიაყენა" – პირს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

shutterstock

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობის და მუქარისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პორკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იძალად მასზე. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას. 

"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ ,,მ“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა) წარედგინა".- ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები