წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

მაშველებმა გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ბრახუნის ხმები დააფიქსირეს

მაშველებმა ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ბრახუნის ხმები დააფიქსირეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა, გაუგებარია თუ საიდან მოდიოდა ხმები, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა. 

 წყალქვეშა ნავზე, რომელზეც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, დაახლოებით 28 საათის სამყოფი ჟანგბადი დარჩა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ ჩაატარეს 7 600 კვადრატული მილის ფართობზე, რაც უფრო დიდია, ვიდრე კონექტიკუტის შტატის ფართობი.

წყალქვეშა ნავის ბორტზე 5 პირი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი, ბრიტანელ ბიზნესმენთან და მკვლევართან, ჰამიშ ჰარდინგთან ერთად. ნავზე ასევე იმყოფება პოლ-ჰენრი ნარგეოლე, რომელიც საფრანგეთის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავია.

როგორც აშშ-ს სანაპირო დაცვის პოლიციამ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, სამაშველო სამსახურს შემთხვევასთან დაკავშირებით 18 ივნისს აცნობეს. დაცვის პოლიციის წარმომადგენლის, ჯონ მოგერის თქმით, წყალქვეშა ნავი ისეა დაპროგრამებული, რომ დაბრკოლების შემთხვევაში, ავტომატურად იწყებს ნაპირზე ამოსვლას. მსგავს სიტუაციაში მგზავრებს სამი დღის ჟანგბადი აქვთ. მოგერის თქმით, ნავის მოძებნას კიდევ უფრო ართულებს ფართო სამძებრო არეალი და უამინდობა.

"ჩვენ კომპლექსური მიდგომით ვცდილობთ წყალქვეშა ნავისა და ბორტზე მყოფი ადამიანების პოვნას". - აღნიშნა ჯონ მოგერმა. 

კომენტარები