წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

დაიკარგა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად მიჰყავდა

ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელზეც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. ბორტზე 5 პირი იყო, მათ შორის იყვნენ გამოჩენილი, ბრიტანელი მეცნიერი და ფრანგი სამხედრო ვეტერანი და წყალქვეშა ნავების ექსპერტიც. 

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

როგორც აშშ-ს სანაპირო დაცვის პოლიციამ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, სამაშველო სამსახურს შემთხვევასთან დაკავშირებით 18 ივნისს აცნობეს. დაცვის პოლიციის წარმომადგენლის, ჯონ მოგერის თქმით, წყალქვეშა ნავი ისეა დაპროგრამებული, რომ დაბრკოლების შემთხვევაში, ავტომატურად იწყებს ნაპირზე ამოსვლას. მსგავს სიტუაციაში მგზავრებს სამი დღის ჟანგბადი აქვთ. მოგერის თქმით, ნავის მოძებნას კიდევ უფრო ართულებს ფართო სამძებრო არეალი და უამინდობა.

"ჩვენ კომპლექსური მიდგომით ვცდილობთ წყალქვეშა ნავისა და ბორტზე მყოფი ადამიანების პოვნას". - აღნიშნა ჯონ მოგერმა. 

კომენტარები