Edison Research-ის კვლევა

Edison Research: მოსახლეობის 63%-ს სურს, პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიები იხილოს

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში? გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ სურს იხილოს ახალი პარტიები, ხოლო 37%-ს მხარს უჭერს უმრავლესობაში ქართული ოცნების დარჩენას. 

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

კომენტარები