Edison Research-ის კვლევა

Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 37%, ენმ – 25%, საქართველოსთვის – 6%

ცესკო

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 37%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%-მა, გიორგი გახარია - საქართველოსთვის – 6%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 4%
  • ლელო - 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3%
  • დროა - 2%
  • ალტ ინფო - 2%
  • მოქალაქეები - 2%
  • ხალხის ძალა - 2%
  • ევროპული საქართველო - 1%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. 

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

კომენტარები