კრიმინალი

თბილისში მოხუც ტაილანდელს 3 არასრულწლოვანი დაესხა თავს – მოქალაქე

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ 19 ივნისს თბილისში მოხუც ტაილანდელს 3 არასრულწლოვანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, ტაილანდელი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ორშაბათს,19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლივანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კაცი იყო ტაილანდური მასაჟის და რესტორნის მფლიბელი, ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ, თუმცა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან, პირიდან და ნიკაპიდან, დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით გადარჩება თუ არა, გვჭირდება სოციალური მედია რათა შევძლოთ ამ მოზარდების ჯგუფის იდენტიფიკაცია, რათა სხვაც არ ჩააგდონ იგივე მდგონარეობაში" - წერს მოქალაქე.

კომენტარები