20 ივნისი

20 ივნისს დაზარალებულისთვის შსს-ს ₾30 000-ის ანაზღაურება და ყოველთვიურად ₾1 155-ის გადახდა დაეკისრა

ტბელ აბუსერიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებული პირის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა

ამასთან, შრომისუნარიანობის შემცირების გამო სასამართლომ სახელმწიფოს დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს სახით 1 155 ლარის გადახდა დააკისრა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.

"ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები". – ნათქვამია საიას განცხადებაში.

წაიკითხეთ 20 ივნისის მოვლენების შესახებ სტატია ტაბულას არქივიდან: გავრილოვის ღამე – გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა

კომენტარები