რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
REUTERS/Vladislav Culiomza

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამის შესახებ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, გერმანია ემზადება ომის გაგრძელების საშიშროებისთვის და ამის საფუძველზე ახდენს პოლიტიკური კურსის ადაპტირებას.

"NATO არის თავდაცვითი ალიანსი. გერმანიამ ბევრი იშრომა, რათა ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობები გაზრდილიყო. რაც გვაერთიანებს, არის NATO-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრის დაცვის გადაწყვეტილება". - თქვა შოლცმა.

იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრები უკრაინის NATO-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს არ განიხილავენ

"ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადების პროცესში ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას. განვიხილავთ, როგორ წავწიოთ უკრაინა NATO-სთან უფრო ახლოს. მიმდინარეობს კონსულტაციები". - თქვა შოლცმა.

კომენტარები