კანდიდატის სტატუსი

ბოკერია Guardian-ის სტატიაზე: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება

სამწუხაროდ, ის მძიმე რეალობა არის ადეკვატურად აღწერილი და ის დისკუსიაც, რომელიც მიმდინარეობს ევროპის დედაქალაქებში, ამ ვითარებაში, ივანიშვილის რეჟიმის, პუტინისტური სულისკვეთების მიუხედავად,  მისცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ეგეც ასახავს რეალობას. მაგრამ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ არის, რომ იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი პარტნიორები ამა თუ იმ გეოპოლიტიკური და სხვა მოსაზრებებით, ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება. ამ პუტინისტური რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ ვერ წავალთ წინ, ვერ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას. ვერ გავხდებით თავისუფალი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ევროპული საქართველოს თავჯდომარე გიგა ბოკერია გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ  სტატიას, სადაც წერია, რომ დეკემბერში ევროპელი დიპლომატები მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან მაშინ, როდესაც გადაწყვეტენ მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

კომენტარები