რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ გასულ ღამეს თავდასხმისას რუსული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურა

რუსული ხომალდი კასპიის ზღვაში კალიბრის ტიპის რაკეტას ცდის. 2017 წელი.
Denis Abramov/Sputnik/AP

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს, 19 ივნისს უკრაინამ ოკუპანტების მიერ ნასროლი ყველა დრონი და რაკეტა გაანადგურა

გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ძალებმა Kalibr-ის ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან ისროლეს. ასევე, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან უკრაინას ირანული წარმოების 4 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ.

გენერალური შტაბი წერს, რომ სამიზნეები სამხრეთ და აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონებში განადგურდა, მაგრამ, კონკრეტულ ზონებს არ ასახელებს. პარალელურად, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული წარმოების Kalibr-ის ტიპის 4 რაკეტა ოდესაში, ხოლო 4 ირანული დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქში გაანადგურეს.

კომენტარები