ხუმრობა

ბელგიაში მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და "გასვენებაში" ვერტმფრენით მივიდა

ბელგიაში 45 წლის მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და "გასვენებაში" ვერტმფრენით მივიდა
Thomas Faut/LOCAL NEWS X /TMX)/კადრები ვიდეოდან

ბელგიაში 45 წლის დევიდ ბაერტენმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა გაეგო, რამდენად უყვართ ნათესავებსა და ახლობლებს.

გასვენებაში კი, სადაც მისი ათეულობით ახლობელი იყო შეკრებილი, ბაერტენი ვერტმფრენით მივიდა.

ამასთან, ბაერტენმა აღნიშნა, რომ ოჯახი მას არასდროს ეპატიჟებოდა შეკრებებზე და ამიტომ მათთან ახლო ურთიერთობა ნაკლებად ჰქონდა. მისივე თქმით, ამ ხუმრობით სურდა, ოჯახისთვის "ცხოვრებისეული გაკვეთილი" ჩაეტარებინა და ენახა, მის "გასვენებაში" ვინ მივიდოდა.

გარდა ამისა, როგორც ბაერტენმა აღნიშნა, მეუღლე და შვილები მის სიკვდილში ნათესავებისა და მეგობრების დარწმუნებაში დაეხმარნენ. 

ბაერტენმა ასევე თქვა, რომ "გასვენებაში" მისი ოჯახის წევრების მხოლოდ ნახევარი მივიდა.

"ეს ამტკიცებს, ვინ ზრუნავს ჩემზე". - აღნიშნა დევიდ ბაერტენმა.

კომენტარები