ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთი და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენაზე შეთანხმდნენ

რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში გაფორმდა.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით საინვესტიციო პროექტს "რუსული იურიდიული პირი" განახორციელებს.

ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტს ხელს ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ვიცეპრემიერი და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი აწერს, რუსეთის მხრიდან კი განვითარების მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი.

"გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე". - თქვა მარიონეტმა ოზგანმა.

კომენტარები