საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი: მწამს, საქართველო შეასრულებს პირობებს შემდეგ წელს და აღვნიშნავთ სტატუსის მიღებას

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ვიხილოთ მდგრადი და წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველდღე. 1.2 მლრდ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველით ისეთი პროექტების შესრულებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრულ კაბელს, რომელიც უახლოეს თვეებში განხორციელდება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დაგვაახლოებს. 

[...] მე გულახდილად მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

თქვა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

კომენტარები