ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი პროცესზე: ცირკი გაიმართა, სასამართლოსგან რაიმე მოლოდინის შექმნა სისულელეა

სწორი მოლოდინები უნდა დავსახოთ, ცხადია, რომ ამ ცირკიდან, რაც დღეს გაიმართა ლაზარეს თავს და რაც უკვე რამდენიმე თვეა ხდება, რომ ჯერ გამოაცხადეს დამნაშავედ, შერაცხეს სატანისტად, გამოიყენეს ყველა სტიგმა მის წინააღმდეგ რითაც შეიძლება რომ მისი დისკრედიტაცია მოეხდინათ და დღეს სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მანქანაზე, რომლის დაწვასაც ედავებიან, ექსპერტმა კვალიც კი ვერ აღმოაჩინა ზედ და შემდეგ წარმოადგინეს პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ სამსახურეობრივ მანქანაში დატოვა, რომელიც იდგა ტერიტორიაზე, სადაც არეულობა ხდებოდა, იქ დატოვა 10 000-ის ქონება, 2 300 ლარიანი საათი და 1 300 ლარიანი სათვალე დავტოვეო. 

ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, თავისთავად, ამ სასამართლოდან რაიმე მოლოდინის შექმნა არის სისულელე. ლაზარეს დაკავების გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, შესაბამისად ეს უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ლაზარეს თემა ვაცოცხლოთ და პოლიტიკური, მედია ყურადღება გვქონდეს, იმიტომ, რომ როდესაც შეიქმნება კრიზისი, რომელიც ხელისუფლებას დათმობებზე წამოიყვანს, ლაზარეს თემა იყოს ცოცხალი იმისთვის, რომ ლაზარეს თემაც გამოვტყუოთ და ლაზარე გავათავისუფლებინოთ. ამიტომ ვმონაწილეობ ამ პროცესში და ამ გზას ვხედავ. მე არ მაქვს მოლოდინი ამ სასამართლოსი, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი შეძლებს ისეთი პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება დათმობებზე წამოვიდეს.

[...] თუმცა მარტო იმაზე საუბარი, რომ ლაზარე არის პოლიტიკურად დევნილი და მას მხარდაჭერა ჭირდება, საკმარისი არ არის. კიდევ ერთი, რის გამოც ლაზარეს ოჯახი საჯარო სიკეთეს ემსახურება არის ის რომ მათ მოითხოვეს ნაფიცი მსაჯულები, რომელიც დღეს ვრცელდება მარტო უმძიმეს დანაშაულებზე. შეტანილია კანონპროექტი რომ გაფართოვდეს და ლაზარესაც შეეხოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ადამიანი, ვინც ამბობს, რომ თუ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ეს ხომ დანაშაულია და ეს ხომ სადღაც უნდა გაირკვეს. კი ბატონო, გაირკვეს, გაარკვიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იმიტომ, რომ მარტო ჩინოვნიკზე, მარტო ხელისუფლების დანიშნულ პირზე არ იყოს დამოკიდებული ვერდიქტი.

მინდა კობახიძეს ვუთხრა - ჩვენ, ევროპულ საქართველოს თუ გავლენა გვექნება როდესაც კობახიძე დამარცხდება, მე პირობას ვაძლევ, რომ პირველ 10 დღეში ისეთ ცვლილებებს შევიტანთ, რომ მას ნაფიცი მსაჯულების სასამართლო გაასამართლებს და არა მათ მიერ დანიშნული მოსამართლეები. მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას მართლმსაჯულებაში.

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველის ეთერში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.

კომენტარები