კალიურანდი როგორ არის იცით, აი მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. თვითონ მიიღო რეზოლუცია და ახლა ამ რეზოლუციის შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რომ არავითარ შემთხვევაში, არაფერი ჩაითვლება, თუ ის რეზოლუცია არ შესრულდა, რომელშიც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. ამ თემას ისე თუ არ მივუდექით, როგორც კალიურანდი და კუბილიუსი ხედავენ. გასაგებია, არის 300-ზე მეტი ადამიანი, ვისაც ეს სჯერათ, რომ გიორგი ვაშაძეს მოჭიდავეები ცემას უპირებდნენ. როდესაც ასეთი ამბები მიდის ევროპარლამენტში, ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც ვერ ერკვევიან და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამხელა მედიასაშუალება და ამხელა პოლიტიკური ლიდერი და ტიტანი იტყუება.
tbl.ge/6ejy
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდზე. კალიურანდმა გაავრცელა განცხადება, სადაც შეჯამებულია საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის (PAC)-ის ბოლო შეხვედრა. კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შეასრულონ ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია, სადაც საუბარია დამოუკიდებელ სასამართლოზე, დეოლიგარქიზაციაზე, მედიის თავისუფლებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვაზე და დეპოლარიზაციაზე.
ამავე თემაზე
- ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, თუ მთავრობა შეცვლის კურსს - EU ოპოზიციას
- იუკნევიჩიანე: ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო
- მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი - საგარეო ევროპარლამენტის ანგარიშზე
- გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან დაცლილია
- პაპუაშვილი რეზოლუციაზე: ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე




