ავტომანქანების გამონაბოლქვი

პრემიერი: 2024-ის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი შეიზღუდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი შეიზღუდება. პრემიერის განცხადებით, მსუბუქი ავტომობილებისთვის ეს რეგულაცია ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, ხოლო სატვირთო მანქანებისა და ავტობუსებისთვის კი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში მანქანების ევრო 5 სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილებაა, რომ მსუბუქი მანქანებისთვის რეგულაცია ძალაში შევიდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის კი 2025 წლის 1 იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. აღნიშნული თარიღებიდან საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ მანქანებს. ასევე, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომობილებს". - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა.

კომენტარები