რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მოხალისე რაზმებმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ – შოიგუ

სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ფრონტზე მყოფმა ყველა "მოხალისე რაზმმა" 1 ივლისამდე თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება "მოხალისეთა ფორმირებებს" აუცილებელ სამართლებრივ სტატუსს მისცემს. ამასთან, შექმნის ერთიან მიდგომას საორგანიზაციო საკითხებისადმი. გარდა ამისა, ინდივიდუალურ მოხალისეებს შეეძლებათ, კონტრაქტი როგორც რაზებთან, ისე თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმონ.

კომენტარები