დონალდ ტრამპი

ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების მითვისებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ბრალს დებენ

REUTERS/Jonathan Ernst

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების მითვისებაში დებენ ბრალს. ტრამპის ადვოკატის, ჯიმ თრასის მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი 7 მუხლით წაუყენონ.  

თრასთის თქმით, ტრამპს შესაძლოა ბრალი ჯაშუშობის მუხლით და გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და ყალბი ჩვენებების მიცემისთვის წაუყენონ.

ტრამპი აღნიშნულს სოციალურ მედია "Truth Social"-ში გამოეხმაურა. მისი ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს გამოცხადდება.

"მე უდანაშაულო ვარ!". – წერს ტრამპი.

საქმე ეხება  FBI-ის მიერ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ასობით საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენას. 2022 წელს ტრამპის თანაშემწეებმა მთავრობას 222 კლასიფიცირებული დოკუმენტი გადასცეს. თუმცა, ტრამპის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციის ჩხრეკის დროს, FBI-მ დამატებით 103 საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის, 18 "სრულად საიდუმლოდ" კლასიფიცირებული დოკუმენტი.

აქამდე, 9 მაისს, ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.

ამ სამოქალაქო საქმის გამო ტრამპს დაკავება არ ემუქრება, კეროლი მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ [დაუზუსტებელი რაოდენობის] ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა. 

ცხრა წევრისგან შემდგარმა მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები