თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში 2005 წელს დაბადებული ჯარისკაცი იუსიფ ნასიბოვი გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების ცნობით, "სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი".

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება". - წერია სამინისტროს განცხადებაში

კომენტარები