2Pac

ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2PAC-ის ვარსკვლავი გაიხსნა

ჰოლივუდის დიდების ხეივანში თუფაქ შაკურის ვარსკვლავი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას რეპერისა და მსახიობის და სეკია შაკური დაესწრო.

"აპოლოს თეატრში პირველი როლის შესრულების შემდეგ მას უნდოდა ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი ჰქონოდა. დღეს არ ვზეიმობთ უბრალოდ ვარსკვლავის გახსნას, დღეს პატივს მივაგებთ იმ შრომას და ვნებას, რომელიც მან საკუთარი ოცნებების ასრულებაში ჩადო". – ამბობს სეკია შაკური.

2Pac თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი რეპერი იყო, თუმცა მისი პირველი გატაცება მსახიობა იყო. შაკურმა ბალტიმორის ხელოვნების სკოლა დაამთავრა, სადაც სამსახიობო ხელოვნებას, პოეზიასა და ბალეტს სწავლობდა. სკოლის სცენაზე მან ითამაშა შექსპირის რამდენიმე პიესაში, ასევე ბალეტ მაკნატუნაში. პირველი როლი 1991 წელს ფილმ Nothing But Trouble-ში შეასრულა. 1992 წელს მთავარი როლი ითამაშა განგსტერულ დრამაში Juice. შესრულებული აქვს როლები ფილმებში, შოუებსა და სერიალებში: Poetic Justice, A Different World, In Living Color, Above The Rim, Murder Was The Case: The Movie,Satuday Night Live, Bullet, Gridlock'd, Gang Related. 

თუფაკ შაკური 1996 წელს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. საქმე დღემდე გაუხსნელია.

კომენტარები