2023 წელს გარდაცვლილები

101 წლის ასაკში ფრანგი მხატვარი, პაბლო პიკასოს პარტნიორი ფრანსუაზა ჟილო გარდაიცვალა

101 წლის ასაკში ფრანგი მხატვარი, გრაფიკოსი, პაბლო პიკასოს პარტნიორი ფრანსუაზა ჟილო გარდაიცვალა.

ჟილო ცნობილი ფრანგი მხატვრის, ფრანსუაზა მადლენ რენოს ქალიშვილი იყო. 1938 წელს ბებიის სახლში გახსნა პირველი სახელოსნო. 1943 წელს, 22 წლის ასაკში ჰქონდა პირველი პერსონალური გამოფენა. ამავე პერიოდში ჟილომ გაიცნო მასზე 40 წლით უფროსი პაბლო პიკასო. წყვილმა ერთად ცხოვრება 1946 წელს დაიწყო. ერთად ყოფნის პერიოდში მათ ორი შვილი შეეძინათ. მათმა ურთიერთობამ 10 წელს გასტანა.

1964 წელს ჟილომ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი ცხოვრება პიკასოსთან ერთად. წიგნს მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მასში ჟილო ჰყვებოდა თუ როგორ ძალადობდა მასზე პიკასო, ასევე მათ ურთიერთობაში უხეშად ერეოდა მხატვრის ლეგალური ცოლი, რუსი ბალერინა ოლგა ხოხლოვა. წიგნის გამოსვლის შემდეგ პაბლო პიკასომ ჟილოსთან და საერთო შვილებთან ურთიერთობა გაწყვიტა. წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმში ჟილოს როლი ნატაშა მაკელჰოუნმა, ხოლო პიკასოს როლი ენტონი ჰოპკინსმა შეასრულა.

2010 წელს ფრანსუაზა ჟილო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოფიცერი გახდა.

 

კომენტარები