ირანის ბირთვული პროგრამა

ირანმა ეროვნული წარმოების პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა წარადგინა

IRGC/WANA (West Asia News Agency)/Handout via REUTERS

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანმა ეროვნული წარმოების პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა.

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ახალი რაკეტის, სახელწოდებით Fattah ფოტოები, რომლის წარდგენის ცერემონიას ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისიც ესწრებოდა.

"ზუსტად მართვადი Fattah ჰიპერბგერით რაკეტას მოქმედების 1400 კილომეტრიანი რადიუსი აქვს, და თავდაცვის ყველა ფარის გარღვევა შეუძლია". - თქვა ამირალი ჰაჯიზადეჰმა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო და კოსმოსური სივრცის ძალების ხელმძღვანელმა.

IRNA-ს ცნობით, ახალ რაკეტას 15000 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეიარაღებაში არსებული ყველაზე მძლავრი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისთვის გვერდის ავლაც შეუძლია.

ჰიპერბგერითი რაკეტები რთულ ტრაექტორიაზე მოძრაობენ და ბგერის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად გადაადგილდებიან, რის გამოც მათი განეიტრალება განსაკუთრებით რთულია.

მიუხედავად აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგობისა, ირანი სარაკეტო პროგრამის განვითარების შეწყვეტას არ გეგმავს, თუმცა დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ისლამური რესპუბლიკა საკუთარ მიღწევებს ხშირად აბუქებს.

კომენტარები