ეს არის ერთერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები მიწასთან არის გასწორებული. კახოვკის ჰესი ერთერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი მაშინ, როცა მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად, მშვიდობას ალტერნატივას არ აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი, ვერავინ ვერ ხედავს რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ღარიბაშვილი კახოვკის ჰესზე: ამაზე გვაქვს საუბარი, როცა მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ
tbl.ge/6eaq
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე.
რუსეთ-უკრაინის ომიირაკლი ღარიბაშვილიქართული ოცნებასაქართველოს მთავრობაკახოვკის ჰიდროელექტროსადგურირუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ამავე თემაზე
- კიევმა უკან დაიხია MiG-29-ების დრონებში გაცვლის შეთანხმებიდან - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
- უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა – ისმოდა აფეთქებების ხმაც
- ზახაროვა ჩივის, რომ NATO და უკრაინა რუსეთის აეროდრომების გასანადგურებელ იარაღზე მუშაობენ
- პოლონეთმა რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის გამო 9 უკრაინელი და ორი ბელარუსელი გააძევა
- რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ბენზინის გადამყიდველები დააკავეს




