ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში

პრემიერი ჟურნალისტს: დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ, გაუბედურებულები ხართ

არ მინდა ამაზე გიპასუხოთ. მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია, ჯერ ერთი თქვენი ქმედება, ანტიეროვნული, მაგრამ მესმის, რომ დავალებაა, დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ. მინდა, ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თურმე ჩვენი, თქვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. ეს მინდა, გითხრათ.

საერთოდ, მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები.

მიმართა პრემიერმინისტრმა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელმაც  ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, ის ოლაფ შოლცმა ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა თუ არა.

კომენტარები