საქართველო-NATO

ნონიაშვილი: NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის ნაცვლად, პრემიერს ხელსაც კი არ ართმევენ

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის პრაგმატული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ორგანულად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხთან ერთად საქართველო მასთან ერთად განიხილებოდეს პაკეტში. განიხილებოდეს საქართველოს გაწევრიანების საკითხი NATO-ში.  

ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არის სრულიად იზოლირებული, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება, არის მოღალატეობრივ ნაბიჯებში ჩართული და მას ხელსაც კი არ ართმევენ ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორები. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. მოლდოვაში მიმდინარე სამიტიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს არ ართმევს. 

კომენტარები