მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, რომ ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერულ რეისებს მოხალისეები, სამხედრო ამუნიცია არ გაატანა და ომში არ ჩაერთო. უფრო მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს - ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს. არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო - უნამუსოდ უსამართლო! ეს არის რეალობა.
tbl.ge/6e3x
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, "ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში – განუკითხაობაში ჩათრევას ცდილობენ".
ამავე თემაზე
- პრემიერი: მეგობარ უკრაინელებს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, მშვიდობას და კეთილდღეობას
- პრეზიდენტი: უკრაინის ომი აჩვენებს, რომ დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობაა
- პაპუაშვილი: უკრაინის მთავრობის ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც პოლიტიკა
- არახამია: თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და ქართული ოცნებაა
- ღარიბაშვილი: უკრაინაში კონტრშეტევა რთულად მიმდინარებს, ამ ფონზე ლუზერზე აკეთებენ კომენტარს