დენი მასტერსონი

სასამართლომ მსახიობი დენი მასტერსონი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

Sky News

ლოს-ანჯელესის სასამართლომ მსახიობი დენი მასტერსონი გაუპატიურების ორ საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მასტერსონს გაუპატიურების სამ საქმეზე სდებდნენ ბრალს. მსახიობს შესაძლოა 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. შემთხვევები 2001-2003 წლებში მოხდა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას ჯერ კიდევ 2004 წელს მიმართა, მაგრამ სამართალდამცავებმა საქმე არ აღძრეს.

2016 წელს სამმა დაზარალებულმა სასამართლოს ერთობლივი საჩივრით მიმართა. მათი თქმით მასტერსონი სასმელში ნარკოტიკულ ნივთიერებას ურევდა და შემდეგ გონებადაკარგულ მსხვერპლს აუპატიურებდა. სასამართლო ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად მეტი დრო დასჭირდათ.

მასტერსონი ადრეული ასაკიდან თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Beethoven 2, Face/Off, The Faculty, Dracula 2000, Smiley Face, Yes Man და სერიალებში NYPD Blue, American Gothic, That's 70's Show, Robot Chicken, Dead Zone, Kim Possible.

კომენტარები