უკრაინა-NATO

კულება: გადადგით ნაბიჯი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ოსლოში, NATO-ს 31 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის წინ მიმართა. ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს.

კულებას თქმით, ის კოლეგებს სამი საკითხის შესახებ ესაუბრა, რომლებიც "ვილნიუსის სამიტს წარმატებულად აქცევს".

"პირველი, გააძლიერეთ ინსტიტუციური კავშირები და დახმარება უკრაინასა და NATO-ს შორის. მეორე, გადადგით ნაბიჯი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ და მესამე, უზრუნველყავით უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის NATO-სკენ მიმავალ გზაზე". - წერს კულება.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინის NATO-ში შესვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამორიცხა.

კომენტარები