საქართველო-ევროკავშირი

სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. 

31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.

მანამდე, ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

"მადლობა შარლ მიშელს საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება" - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

კომენტარები