რეკლამა

(რ) იცხოვრე ალერგიის გარეშე!

გაზაფხული სიახლესა და განახლებასთან ასოცირებული ულამაზესი დროა, თუმცა, უამრავი ადამიანისთვის ასევე შეიძლება ის დისკომფორტის მიზეზი გახდეს გაზაფხულის სეზონური ალერგიის გააქტიურების გამო.

გაზაფხულზე, მცენარეთა ყვავილობისას ჰაერში იზრდება მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია. გაზაფხულის სეზონური ალერგია გამოწვეულია იმუნური პასუხით მტვრის ნაწილაკებზე, რომელიც ჰაერში გამოიყოფა მცენარეების მიერ. როდესაც მტვერი ხვდება ალერგენების მიმართ მგრძნობიარე ადამიანის სასუნთქ სისტემაში, იმუნური სისტემა აწარმოებს ანტისხეულებს, ადგილი აქვს ჰისტამინის გამოტყორცნას, რაც ალერგიული რინიტისა და სხვა ალერგიული სიმპტომების გამოვლენას განაპირობებს.

სეზონური ალერგიით გამოწვეული დისკომფორტი ყოველწლიურად უამრავ ადამიანს აწუხებს, ხშირად ალერგიული დაავადებები მნიშვნელოვნად აფერხებენ ცხოვრების ხარისხს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც რაიმე ტიპის ალერგია აღენიშნებათ, მსოფლიო მოსახლეობის 40%-ს აღწევს. (World Allergy Organization (WAO) White Book on Allergy). შესაძლოა ალერგიამ სხვადასხვა დაავადების სიმპტომები გააძლიეროს. მაგ.: ალერგიული რინიტი ხშირად ასოცირდება ბრონქულ ასთმასთან და იწვევს ასთმის სიმპტომების გამწვავებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ალერგიული რინიტის მქონე პაციენტთა 40%-ს აქვს ასთმა, ხოლო ასთმით დაავადებულთა 80-90%-ს ასევე აღენიშნება ალერგიული რინიტი. ამდენად, ალერგიული რინიტი ხშირად  ბრონქული ასთმის თანმხლები დაავადებაა და მისი გამწვავებების რისკის ფაქტორს წარმოადგენს.

სეზონური ალერგია ხშირად ვლინდება რესპირაციული სიმპტომებით: ე.წ თივის ცხელებით, ალერგიული რინიტით ან ბრონქული ასთმით და კანის ალერგიული დაავადებებით, როგორიცაა ალერგიული დერმატიტები, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და სხვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ალერგიული რინიტის შემთხვევებიც ძალზე ხშირია და  მსოფლიო მოსახლეობის 10%-დან 30%-მდე მერყეობს.

სეზონური ალერგიის ამოსაცნობად დავაკვირდეთ მის სიმპტომებს. თვალების ქავილი, ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, ცემინება, ხველა, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირ-ხახის ქავილი, ცხვირის გაჭედილობა, სუნთქვის გაძნელება, კანის ქავილი და სიმშრალე, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი – სწორედ ალერგიაზე მიუთითებს.

ალერგიული რინიტი გაზაფხულის სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ცხვირის გაჭედვა, ცხვირის ქავილი, ხშირი ცემინება, ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამონადენი - რინორეა. ალერგიული რინიტის ყველაზე ხშირი მიზეზი მცენარეების მტვერია. ამ ტიპის ალერგიის დროს პროცესი მწვავდება მცენარეთა ყვავილობის პერიოდში. ადრეულ გაზაფხულზე უპირატესად ცირკულირებს ხემცენარეების მტვერი, შემდგომ, გაზაფხულსა და ზაფხულში – სხვადასხვა ბალახის ალერგენები, გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე კი – სარეველა მცენარეთა ალერგენები. ალერგიის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ოთახის მტვერი, მედიკამენტები, ქაღალდის მტვერი, საკვები, შინაური ცხოველები და მრავალი სხვა. სოკოს, ოთახის მტვრის და ცხოველთა ალერგენები აქტიურია მთელი წლის განმავლობაში.

ალერგიული რინიტის მართვა გულისხმობს სამ ძირითად კომპონენტს: პრევენციულ ღონისძიებებს, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ალერგენთან კონტაქტს, მედიკამენტურ მკურნალობას და იმუნოთერაპიას. არანამკურნალებ ან ცუდად კონტროლირებად რინიტს შეიძლება თან დაერთოს ძილის დარღვევა და ღამის აპნოე, დაღლილობა და თავის ტკივილი დღის განმავლობაში, სწავლის, კოგნიტირი ფუნქციების, პროდუქტიულობის და ცხოვრების ხარისხის გაუარესება; შესაძლოა გართულდეს მწვავე ან ქრონიკული სინუსიტით, ნაზალური პოლიპოზით, შუა ყურის ანთებით.

გაზაფხულის სეზონური ალერგიის სრულად პრევენციის სირთულეების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის შესრულების შემთხვევაშიც შეგვიძლია სიმპტომების განვითარების რისკი შევამციროთ.

სპეციალისტების რჩევით, სეზონური ალერგიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია: დაიცვათ პირადი ჰიგიენა, მოერიდოთ გარეთ ყოფნას ცხელ და ქარიან ამინდში, ვინაიდან ამ დროს მცენარეთა მტვერი მაღალი კონცენტრაციითაა ჰაერში. მიიღოთ შხაპი გარეთ ყოფნის შემდეგ, რათა ჩამოიშოროთ თმასა და კანზე დარჩენილი მტვერი. აკონტროლოთ ტენიანობა სახლში, ვინაიდან მაღალი ტენიანობისას (>50%-ზე) ოთახის მტვრის ტკიპის აქტივობისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. ხშირად გამოირეცხოთ ცხვირი მარილიანი წყლით, ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე ჩამოიბანოთ თვალები, ყურები და ცხვირი, მოიწესრიგოთ ძილის ფიზიოლოგია – დაიძინოთ ადრე, სახლის დალაგებისას, აუცილებლად გამოიყენოთ მტვერსასრუტი (უმჯობესია ფილტრით), ავეჯის დასუფთავებისთვის გამოიყენოთ სველი საშუალებები, ხშირად ცვალოთ თეთრეული, რადგან იქ შეიძლება ბუდობდნენ ალერგენები, ატაროთ ნიღაბი გარე სამუშაოს შესრულების დროს, მოერიდოთ გარეთ აქტიურ ყოფნას მცენარეთა ყვავილობის პერიოდში; თავი შეიკავოთ ალკოჰოლისგან.

მიუხედავად საპროფილაქტიკო ღონისძიებებისა, სეზონური ალერგიის გავრცელების პერიოდში საჭირო ხდება მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით ალერგიული რინიტის დროს.

ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტრანაზალური სტეროიდები სპრეის სახით (მაგ.: მომეტაზონი); ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, როგორიცაა მაგალითად ცეტირიზინი, დესლორატადინი და სხვა; ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები (მაგ. მონტელუკასტი).

ინტრანაზალური ანტიჰისტამინები ცხვირის ანტიალერგიული სპრეებია, რომლებიც განიხილება, როგორც დასალევი ანტიჰისტამინების ალტერნატივად ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდები ადგილობრივად ცხვირში ჩასაწვეთებელი ჰორმონებია, რომლებიც ძალიან ეფექტიანია ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. ამ ჯგუფის პრეპარატების სისტემური ზემოქმედება მინიმალურია და სიმპტომებზე სრული კონტროლი ვლინდება რეგულარული გამოყენებიდან რამდენიმე დღეში.

რენოქსი (მომეტაზონის ფუროატი 50 მკგ/140 დოზა) – ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ხსნის ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, გაჭედილობას.  არ იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიას, ამცირებს ნაზალური პოლიპების ზომას, ახასიათებს მინიმალური სისტემური ბიოშეღწევადობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები; ინიშნება 2 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში. 

დოზირება: 2-11 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში: 1 შესხურებას თითო ნესტოში, დღეში ერთხელ. > 12 წელი ბავშვებსა და მოზრდილებში: 2 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ.

ანტიჰისტამინური პრეპარატები ინიშნება როგორც სეზონური, ისე – პერინეალური რინიტის  ანუ მთელი წლის განმავლობაში არსებული რინიტის სამკურნალოდ. ახალი თაობის პრეპარატებს, ძველისაგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ აღენიშნება ძილიანობის გამომწვევი ეფექტი, ამიტომ კომფორტულია პაციენტისთვის მისაღებად როგორც მანქანის მართვის დროს, ისე – დილის საათებში სამსახურში ან სკოლაში ყოფნისას.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტთა 71%-ში ვითარდება ალერგიული კონიუნქტივიტი. სეზონური კონიუნქტივიტი, რომელიც ხშირადაა ასოცირებული ალერგიულ რინიტთან და ვითარდება ალერგიული რინო-კონიუნქტივიტი. პაციენტს აწუხებს თვალების სიწითლე, წვა, ქავილი, უცხო სხეულის, ე.წ. „თვალებში სილის შეყრის“ შეგრძნება. ამ დროს შესაძლებელია ინტრანაზალური სტეროიდისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების კომბინირებული გამოყენება.

ლორანექსი (დესლორატადინი) – ახალი თაობის, ევროპული ნედლეულით დამზადებული ანტიჰისტამინური საშუალებაა. პრეპარატი მიიღება ტაბლეტის ან ხსნარის სახით და ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს. ლორანექსი H₁ რეცეპტორების მიმართ მაღალი სელექციურობით გამოირჩევა და ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მოქმედებას იწყებს მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე. 

ლორანექსი არ იწვევს ძილიანობას, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ავტომობილის მართვის დროსაც. ალკოჰოლის მიღება არ ცვლის ლორანექსის მოქმედების ეფექტს. ლორანექსი მიიღება დღეში ერთხელ, ტაბლეტის ან ხსნარის სახით. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 1 წლიდან, ასევე მოზრდილებში; ხასიათდება მოსახერხებელი დოზირებით. 

სეზონური ალერგიული რინიტის დროს, მკურნალობა უმჯობესია დავიწყოთ ალერგიული სეზონის დაწყებამდე 1 კვირით ადრე (თითქმის ყველა პაციენტმა იცის რა დროს იწყება დაავადების გამოვლინება), რაც მნიშვნელოვნად აადვილებს დაავადების მართვას.

რაც შეეხება მედიკამენტურ ჩარევას და იმუნოთერაპიას, სასურველია, პროცესი დაგეგმოს ექიმმა სპეციალისტმა  – ალერგოლოგმა, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.

მიღების წესი და დოზირება:

ლორანექსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად:

1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,25 მგ 

6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მგ 

12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში – 5 მგ 

ლორანექსის ხსნარი მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ:

1-5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მლ

6-11 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 მლ

12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში  – 10 მლ 

პრეპარატები: რენოქსი და ლორანექსი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ნუ მიიღებთ მედიკამენტის მეტ დოზას, ნუ შეისხურებთ სპრეის უფრო ხშირად, ან უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაცია.

ასე რომ, სანამ თქვენი ალერგიული სიპტომები ჩამოყალიბდება, მანამ შევამზადოთ ორგანიზმი იმისთვის, რომ ალერგიულმა სიმპტომებმა ნაკლებად შეგაწუხოთ გაზაფხულზე და დატკბეთ წლის ამ ლამაზი პერიოდით – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე!

კომენტარები