ტინა ტერნერი

მეფე ჩარლზის განკარგულებით ბუკინგემის დაცვამ ტინა ტერნერის THE BEST დაუკრა – [VIDEO]

მეფე ჩარლზ III-ის განკარგულებით ბუკინგემის სასახლის დაცვამ ტინა ტერნერის ჰიტი The Best შეასრულა.

მუსიკალური ნომერი უელსის პირველმა ბატალიონმა შეასრულა, რომელსაც ბუკინგემის დაცვა ევალება. 

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში 24 მაისს გარდაიცვალა. ჩარლზი ცოლთან, ლედი დაიანასთან ერთად მომღერალს 1986 წელს შეხვდა. პრინცი უილიამის თქმით ტერნერის შემოქმედებას და თავად სიმღერას მათ ოჯახში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა:

"მე და ჰარი დახურულ სკოლაში ვსწავლობდით, ამიტომ არდადეგების შემდეგ სასწავლებელში დაბრუნება არ გვსიამოვნებდა, ვშფოთავდით. დედა (დაიანა) ცდილობდა ხასიათზე მოყვანას და სხვადასხვა სიმღერებს გვასმენინებდა. განსაკუთრებულად ტინა ტერნერის The Best დამამახსოვრდა". – ამბობს უილიამი 2021 წლის ინტერვიუში.

კომენტარები