ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ენმ განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის.
"პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის". - წერს ხაბეიშვილი facebook-ზე.
ხაბეიშვილი წერს, რომ პარტიის არჩეული პოლიტსაბჭოს სხდომა ყვარელში, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კარ-მიდამოში ჩატარდა.