საქართველოსთვის რუსეთის ბანაკში ყოფნა და რუსეთის მოკავშირეობა რეალურად ნიშნავს მის ვასალობას, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას და თაობების მსხვერპლად გაწირვას ჯოჯოხეთში და ჭაობში ცხოვრებისთვის. ეს ასე იყო 170 წლის წინ და ეს ესმოდა ყველა ჩვენს დამფუძნებელ ადამიანს. ეს ასე იყო 100 წლის წინ. ეს ასეა ახლაც. დღეს საღამოს ჩვენს აქციაზე, რომელიც არის გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ, გაჩვენებთ, როგორ ემთხვევა ჩვენი ღია მტრების არგუმენტები ჩვენივე მთავრობის ვითომ მზრუნველობით არგუმენტებს. სინამდვილეში ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. ამიტომ, რუსეთთან ერთად ჩვენს ქვეყანას მომავალი ვერ ექნება. ამ პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშეც, ჩვენ ვერ გავალთ თავისუფლების სამშვიდობოს. ამას ეძღვნება დღევანდელი აქცია.
ევროპული საქართველო
ბოკერია: საქართველოს რუსეთის ბანაკში ყოფნა ვასალობასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს ნიშნავს
tbl.ge/6dxg
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 28 მაისის აქციასთან დაკავშირებით. 28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტის შენობასთან გაიმართება აქცია – გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




